| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „აწყურელი რეინჯერები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
14 დეკემბერს, სასკოლო პროექტ „ჩემთვის, შენთვის, მისთვის“ ფარგლებში ეკოკლუბ „აწყურელი რეინჯერების“ წევრებმა, მე-11 კლასის მოსწავლეებმა - გიორგი გველესიანმა და თამარ ქებაძემ, მე-8 კლასის მოსწავლეებთან, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მათ მოსწავლეებს ზოგადად გააცნეს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და შეჩერდნენ მე-15 მიზანზე -„დედამიწის ეკოსისტემებზე“.
შეხვედრაზე ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, მის ისტორიაზე, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ შეცვლილ ეკოსისტემებზე, განიხილეს საქართველოს წითელი ნუსხა და ცვლილებები ასახეს სვეტოვან დიაგრამებში.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ