სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“- ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
16-01-2023
-
+


ბათუმის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ტარდება. 

ამჯერად, მე-9ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სასწავლო პროექტი მომზადდა, რომლის თემა „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“ („საუკუნო საგზალი“, „გაბრიელ ეპისკოპოსი“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“) იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია თუ მასალები გაზეთ „ივერიაზე“, ილიაზე, გაბრიელ ეპისკოპოსსა და ექვთიმე თაყაიშვილზე მოიძიეს.

როგორც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზოია სტურუა აღნიშნავს, დაგეგმილ აქტივობებს შორის ერთ-ერთ ილიას მუზეუმში სტუმრობა იყო. მოსწავლეებმა გულდასმით დაათვალიერეს ექსპონატები. განსაკუთრებული ყურადღება  გაზეთ „ივერიაზე“ შეაჩერეს, რომლის დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა დადებითად შეაფასეს მუზეუმის თანამშრომლებმა.

„იმას, თუ რა არის არაფორმალური განათლება, ახსნა არ ჭირდება...მას თუ მორგებულად დაგეგმავ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის ინტელექტუალური განვითარებისათვის...
მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი ინფორმაცია გაზეთის მნიშვნელობასა და როლზე, გამოიყენეს მოთხრობიდან ,,საუკუნო საგზალი“ მიღებული ცოდნა, ჩაერთნენ იაკობ მანსვეტაშვილის, გიორგი ყიფშიძის, ვაჟა- ფშაველას შესახებ საუბარში...აღნიშნეს ,,ივერიის“ თანამშრომელთა რთული და დაძაბული საქმიანობიდან ფაქტები და დეტალები...იქვე, სახელდახელოდ გააკეთეს ზეპირი პრეზენტაცია - „ივერია“ ხალხის სამსახურში“.
ეს აქტივობა ემსახურებოდა არაფორმალურ განათლებას, რომლის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცნობიერება, მიიღეს დამატებითი ცოდნა.
არასაგაკვეთილო რესურსი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოზარდებს დაეხმარა კრიტიკული აზროვნების, ქცევის, მეტყველების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაში“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზოია სტურუა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება