| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, აქტივობებით თუ ღონისძიებებით.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა პროექტი სახელწოდებით - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში“. პროექტის პედაგოგები - მანანა მალანია და ცირა მიქავა ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოძიებული ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ტრადიციებზე, დადგეს სამეგრელოში დამკვიდრებული ტრადიცია - „კუჩხა“.
შეასრულეს სიმღერები, („ალილო“, „კირიალესა“), რომელთაც საგანგებოდ ასრულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე.
სკოლაში პროექტის ხელმძღვანელებს მადლობას უხდიან.
„მადლობა, პროექტის ხელმძღვანელებს, რომ ზრუნავენ ჩვენი ძირძველი ადათ-წესების პოპულარიზაციაზე, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობას აცნობენ და გადასცემენ ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარ წეს-ჩვეულებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ