სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
12-01-2023
-
+


თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და ახალი, 2023 წლის შემობრძანება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეთა სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს და მათ საინტერესო საახალწლო ღონისძიებები შესთავაზეს. მე-7დ  კლასის მოსწავლეებმა ლამაზი და საინტერესო შოუ საბავშვო ცენტრში მოაწყვეს. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის შემობრძანების სცენა შესანიშნავად, სამსახიობო ოსტატობით წარმოადგინეს.

ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებმა შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და პატარა პიესები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. მოსწავლეებმა დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

რეჟისორ-კომპოზიტორი და ზეიმის სულისჩამდგმელი - პედაგოგი ნინო ზუმბაძე გახლდათ.

მე-5ა კლასის მოსწავლეებმა კი დამრიგებლის, ლიანა ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით,  სკოლის სააქტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“,  გამართეს.  მოსწავლეებმა ფანდურზე, ვიოლინოზე და სალამურზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. მათ ასევე იცეკვეს და ახალი წლის შემობრძანება სხვადასხვა კუთხეში მხატვრულად წარმოადგინეს.

გარემო საახალწლო დეკორაციებით იყო გაფორმებული, რამაც სადღესასწაულო განწყობა იქ მყოფ საზოგადოებას კიდევ უფრო აუმაღლა.

„წარმატებები საყვარელ მასწავლებელს, თვალმარგალიტა გოგო-ბიჭებთან ერთად“, - აღნიშნეს სკოლაში.

სკოლა შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება