| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ყოველ წელს აქტიურად ერთვება საქველმოქმედო აქციაში, არც 2022 წელო იყო გამონაკლისი. მოსწავლეები, პროცესში დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ.
საქველმოქმედო აქციას ორგანიზაცია - „გვირილა“, ახორციელებს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს Vბ კლასის და IIბ კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებთან დარეჯან ნემსაძესთან და ნათია ჟორჟოლიანთან ერთად.
აქციის - „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს საკვები (არამალფუჭებადი) და პირადი ჰიგიენის საშუალებები, რომლითაც სუსხიანი ზამთრის გადატანას შეუმსუბუქებენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, მოსწავლეების ღონისძიებაში ჩართულობა, როდესაც საკუთარი ხელით ამზადებენ საჩუქრებს მათი თანატოლებისა თუ მოხუცებისათვის, ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან სიკეთის კეთებას.
„ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, მოხუცი და ბავშვი ელოდება ჩვენგან ხელის გაწვდენას წინასაახალწლო დღეებში. მოხარულები ვართ რომ ორგანიზაცია „გვირილას“ საშუალებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა არაერთი საქველმოქმედო აქციის განხორციელება შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ