| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მე-5ბ კლასში გამოცდილმა და სკოლის საამაყო პედაგოგმა - გურამ პაქსაძემ ჩაატარა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შედგენა და წიგნის (ბროშურის) შექმნა.
მოსწავლეები ადრევე გაეცნენ საინფორმაციო ტექსტებს. მოსწავლეებმა „კოდალა“ დაამუშავეს და გაიაზრეს, დაინახეს განსხვავება მხატვრულსა და საინფორმაციო ტექსტებს შორის, დაამუშავეს მისი შექმნის პრინციპები.
შემდეგ მიეცათ კომპლექსური დავალება, რომლის პირობა გახლდათ, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის, საცნობარო ლიტერატურის გამოყენებით შეექმნათ საინფორმაციო ტექსტი და აეკინძათ ბროშურების სახით, გაეფორმებინათ ილუსტრაციებით და ბოლოს შეექმნათ პროდუქტი.
„ბავშვებს გაუჩნდათ იდეები, მოიფიქრეს თემატიკა, იმუშავეს გარკვეული ხნის განმავლობაში ინდივიდუალურად, გზადაგზა გადიოდნენ მასწავლებლის კონსულტაციებს.
პრეზენტაცია ჩატარდა ძალიან საინტერესოდ, მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემატიკის ტექსტები (ცხოველები, მცენარეები, ფრინველები, დღესასწაულები, რელიგია დ ადათ-წესები, პლანეტები, ისტორიული მოვლენები და სხვა). მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს ყურადღება დაუთმეს იმას, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული თემა, ისაუბრეს როგორ იმუშავეს, რა გაუმარტივდათ, რა ერთულათ, რას ისურვებენ, რაში გამოადგათ ამ დავალების შესრულება, პასუხს სცემდნენ მასწავლებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს. ბოლოს გამოფინეს შესაბამის ადგილას თავიანთი ნამუშევრები, მასწავლებელმა განმავითარებელი კომენტარით შეაჯამა მოსწავლეთა ინიციატივა, იდეები, მონდომება, მუშაობისა და პრეზენტაციის პროცესში. ბავშვები და დამსწრე კოლეგები კმაყოფილი დარჩნენ აღნიშნული სასწავლო აქტივობით“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ