| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს აქტიურად სთავაზობენ.
ამჯერად, მათ WSD PROGRAM-ის 48-საათიანი, ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მე-2 კურსი წარმაატებით დაასრულეს. მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში ახალი უნარები შეიძინეს. ბავშვებმა კულინარიულ საქმიანობაში შესაძლებლობები გამოავლინეს და ასვე სამკერვალო საქმიანობაც შესანიშნავად აითვისეს.
კლასის პედაგოგი - გულნაზ კვინიკაძე, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექტორს - ნოდარ ოსაძეს, მასწავლებლებს - ფატი ჯიქიძეს, ლალი ღამბარაშვილს და თამარ ძნელაძეს გვერდით დგომისთვის დიდ მადლობას უხდის. ასევე ის კოლეჯ - „იბერის“ ხელმძღვანელობას სახელშეკრულებო ვალდებულებების ნდობისათვის ემადლიერება.
„ჩემთვის პროექტი შედგა, რადგან გვერდით მედგა ასეთი კარგი კოლექტივი, გაჩნდა ახალი ურთიერთობები, სკოლა ახალი ტექნიკური ბაზის რესურსით შეივსო და რაც მთავარია ბავშვები იყვნენ კმაყოფილები ბედნიერები. მადლობა, მათ და თითოეული მათგანის მშობელს ნდობისათვის. მოხარული ვარ, რომ ცოტაოდენი წვლილი შემაქვს სასკოლო კულტურაში,“ - აღნიშნა პედაგოგმა.
პროგრამის მონაწილე პედაგოგი - გულნაზ კვინიკაძე წარმატებულ პროექტს და შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამებში მონაწილეობა მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ