სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველი ნაბიჯები მეცნიერებისკენ“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შემეცნებითი პროექტი
11-01-2023
-
+


თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-3გ კლასში, სასწავლო წლის პირველ სემესტრში, შემეცნებითი პროექტი - „პირველი ნაბიჯები მეცნიერებისკენ“, განხოერციელდა.

კლასის დამრიგებელი მაკა მაღრაძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ჩატარების იდეა გააღვივა კლასის სტუმრობამ მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“, სადაც ბავშვებმა მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან ბევრი საინტერესო რამ ნახეს და გაიგეს.

მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სახალხო ექსპერიმენტში, მათივე სურვილით მოიძიეს საინტერესო მასალა მეცნიერების სასურველ სფეროდან, მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა, რომელიც გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.

მსგავსი აქტივობით ხელი ეწყობა კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარების გნვითარებას.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული ბუნების პედაგოგი - მარიამ გორგიშვილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარა უფრო მეტად დაახლოვებოდნენ მეცნიერების სამყაროს.

მისი ჩართულობით პროექტის ფინალურ ნაწილში, გაკვეთილზე ჩატარდა საინტერესო ცდები ექპერიმენტების სახით.

„საბოლოოდ პროექტი გამოვიდა საინტერესო,სასურველი და რაც მთავარია მიზანმიმართული, რამაც მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.

განუვითარდათ ბუნებისმეტყველებისთვის საჭირო ელემენტების კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.

რაც მთავარია მოსწავლეებმა გააცნობიერეს მეცნიერების როლი კაცობრიობის განვითარებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს ალღო აუღონ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“, - გვიყვებიან სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება