| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა მოსწავლეთა უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს.
სწორედ, ამ მიზნით, სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების წრე, სახელწოდებით - „პატარა კოსმონავტები“, ფუნქციონირებდა. წრის ხელძღვანელი, რომელშიც გაერთიანებულნი III კლასის მოსწავლეები იყვნენ ლანა გოგოძე გახლდათ.
სკოლაში საწრეო მუშაობის დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა „მკვლევრებმა“ პლანეტებზე და მათთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გასაგებად ისაუბრეს.
„არაფერი ჯობდა მოსწავლეთა მოსმენას“, - აღნიშნეს სკოლაში. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები დამსახურებული სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს უამრავ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს