| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებს, პროექტებსა თუ კონკურსებს სთავაზობენ.
მათ შორის პირველი სემესტრის დასასრულს VIII კლასში, დამრიგებლის - ირინა ფიროსმანაშვილის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობა - „რა, სად, როდის?“ ჩატარდა. თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
თამაშის ბოლოს მონაწილე ბავშვებს სიგელები გადაეცათ.
აქტივობის დასასრულს მოსწავლეთა ინიციატივით, თამაში - „სეკრეტ სანტა“ გაიმართა. ბავშვებმა ერთმანეთს გაუკეთეს საახალწლო საჩუქრები, რომელებიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მონდომებით შეარჩიეს და ადრესატს სიყვარულით გადასცეს.
VIII კლასის მოსწავლეები 2023 წელს მთელ საქართველოს ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ