| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეებისთვის სემესტრი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევდნენ.
მოსწავლეებმა სემესტრიც წარმატებით დააგვირგვინეს. სკოლის გუნდმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“ 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„გუნდის მენტორ სოსო ნათელაშვილს, კაპიტან ლიზი თეთრაულს, მოთამაშეებს (ძმები - ცაბაურაშვილები, ქეთი შიოლაშვილი, ლუკა ტუქსიშვილი და დავით ბაინდურაშვილი) უდიდეს მადლობას ვუხდით სკოლის ღირსეულად წარმოჩენისათვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ