სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N60 სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსები წარმატებით გაიარეს
09-01-2023
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოზარდებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსები წარმატებით გაიარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია, პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამის - „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ სასწავლო კურსებს: პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსი გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში და პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსი კომპიუტერის ტექნიკოსის პროფესიაში.

მოსწავლეები დაეუფლნენ პროფესიული უნარების განმავითარებელ კურსს გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებელი, საორიენტაციო კურსის კოორდინატორი, სოფიკო ქოჩიშვილი, ირინა ქიტუაშვილი და სკოლის/დამხმარე მასწავლებელი მანანა ქარდავა ხელმძღვანელობდნენ.

გრაფიკული დიზაინერის შემსწავლელ კურსში ჩართულნი იყვნენ შემდეგი მოსწავლეები: მარიამ არაბული, მარიამ აფხაზავა, გიორგი ბარამიძე, მარიამ გამსახურდია, მარიამ ერაძე, ლიზი ლემონჯავა, ნატალი ლობჟანიძე ტატა მათითაიშვილი, ნინი მოდებაძე, სალომე ნარიმანაშვილი, მარიამ რევაზაშვილი, ბარბარე სულუხია, ნინო ფაჩულია, თამარი ჩაკვეტაძე, ანასტასია ციბირაშვილი, ანა წიკლაური, ნათია წიკლაური, ლიზი ხონელიძე, უტა ჯანაშია და ლიზი ჯანელიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეისწავლეს Adobe Photoshop, Adobe Ilustratorის ძირითადი მახასიათებლები და ფუნქციები. შეისწავლეს ფუნდამენტალური უნარ-ჩვევები, რომელსაც გრაფიკის დიზაინერები იყენებენ, როგორც საბეჭდი, ასევე ვებ-ნამუშევრების შესაქმნელად. კურსის შედეგად ბავშვებმა შეისწავლეს ბანერების, კლიპების, სარეკლამო მასალების და ა.შ. დამზადება. შექმნეს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო.

რაც შეეხება პროფესიული უნარების განმავითარებელ კურსს, კომპიუტერის ტექნიკოსის პროფესიაში - მას პროფესიული განათლების მასწავლებელი კარლო ჩახუნაშვილი, საორიენტაციო კურსის კოორდინატორი ნინო ქისტაური, სკოლის/დამხმარე მასწავლებელი თამარ ანდრიაძე ხელმძღვანელობდნენ.

ახალა უკვე, მოსწავლეები დამოუკიდებლად ერკვევიან კომპიუტერის არქიტექტურაში, იციან კომპიუტერის კონფიგურაცია, კომპიუტერის აწყობა, კომპიუტერული ტექნიკის ტესტირება, დიაგნოსტიკა, ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, დრაივერების მოძიება და მათი ინსტალაცია, მარტივი ქსელის გამართვა, ქსელის კაბელზე ჯეკის დაყენება, ქსელის ზოგადი პრინციპების გარჩევა.

კომპიუტერის ტექნიკოსის პროფესიაში საგანმანათლებლო პროგრამა კი გაირეს შემდეგმა მოსწავლეებმა - აკაკი არავიშვილმა, თინათინ აფციაურმა, საბა აფციაურმა, სანდრო ბარამაშვილმა, ამური ბერძენიშვილმა, ლაზარე ბოტკოველმა, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, საბა გელაშვილმა, ლაშა დავლიანიძემ, დავითი ვეფხვაძემ, დაჩი მაჭარაშვილმა, ნიკოლოზ მახარაძემ, გიორგი მელიამ, ლიზი მოდებაძემ, ბუთა უგრეხელიძემ, როინი ქურასბედიანმა, რეზი ცქვიტიშვილმა და ზურაბ ჭინჭარაულმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება