სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთულ 2022 წელს აჯამებს 
30-12-2022
-
+


წლის ბოლო ტრადიციულად, განვლილი პერიოდის გადახედვის, შეჯამებისა და დაფიქრების დროა და სანამ საინტერესო სიახლეებით დატვირთულ 2023 წელზე ვისაუბრებთ, გვინდა თქვენთან ერთად გადავავლოთ თვალი განვლილ 2022 წელს და კიდევ ერთხელ ვიამაყოთ შედეგებით.

2022 წელი გამოწვევებით, შესაძლებლობებითა და იდეებით იყო დატვირთული. დავასრულეთ პანდემიური 2 წელი და ახალი უნარ-ჩვევებითა და გამოცდილებით  სრულად დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

2022 წელი 26 ათასზე მეტი სტატიით, 24 მილიონზე მეტი მკითხველითა და 1500-ზე მეტი თანამოაზრე სკოლით დავასრულეთ - გვეამაყება, რომ etaloni.ge-ს პოპულარობა და ნდობა წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ etaloni.ge-ს საიტი და სიახლეების რუბრიკა ყველაზე ნახვადების რაოდენობით უდავო ლიდერია.

გასული წლების მსგავსად, წელსაც მთელი მონდომებით ვცდილობდით პირველები ვყოფილიყავით და პირველებს მოგვეწოდებინა ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში გვქონდა.

პირველებმა გავაჟღერეთ ინფორმაცია: საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტის დამტკიცების, პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსიის გამოქვეყნების, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესული სიახლეების, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების, მათ შორის: სკოლებში ახალი საგნების შეტანის, პროექტებით სწავლებისა თუ სკოლების, ბაღებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ანაზღაურების შესახებ და ა.შ.

2022 წელს მკითხველი არაერთ ექსკლუზიურ მასალას, სწორედ etaloni.ge-ზე გაეცნო. გვიხარია რომ ჩვენ, თქვენთან აქტიური უკუკავშირის და კომუნიკაციის შედეგად მუდმივად ვეძებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გვიხარია, რომ 1500-ზე მეტი სკოლა სწორედ ჩვენთან გამოქვყნებული მასალებით ამაყობს და მადლობას ვუხდით თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლის ლიდერ დირექტორს და აქტიურ პედაგოგიურ კოლექტივს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ სკოლისა და მოსწავლეების აქტიური და მამოტივირებელი წარმოჩენისათვის. გვიხარია, რომ etaloni.ge თითოეული მათგანისთვის წარმოადგენს საგანმანათლებლო ჰაბს, რომელიც საუკეთესო სასკოლო გამოცდილების გაზიარებისა და წარმოჩენის უპირობო ლიდერია. 

გპირდებით, რომ 2023 წელს მეტი მონდომებითა და შემართებით გავაგრძლებთ თქვენთვის ყველა სიახლის მოწოდებას, თქვენთვის საინტერესო თემებისა და მიღწევების გაშუქებას.  

მადლობა ნდობისთვის და ერთგულებისთვის!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება