სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი 
01-12-2022
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლაში შედეგზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი სოფელი/ქალაქი“ იმუშავეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია თავიანთ სოფელზე/ქალაქზე/რაიონზე, გაიგეს, თუ როდის დაარსდა, რამდენია მოსახლეობა, რა ღისრშესანიშნაობებია და რომელი და რამდენი მდინარე გადის მის სიახლოვეს. ასევე, გაიგეს მისი სიგრძე და მოძიებულ ინფორმაციაზე 1-2 ამოცანა შეადგინეს და შემდეგ ამოხსნეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს. შექმნილი ნამუშევრები კი რეფერატისა და კედლის გაზეთის სახით წარადგინეს.

მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა გაიმართა მე-10ა კლასშიც. მოსწავლეთა ნაწილმა მათემატიკის მასწავლებლის, ფიქრია თედიაშვილის დავალებით, თემაზე ფარდობა-პროპორცია იმუშავეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. კერძოდ, სტანდარტული თანაფარდობის გათვალისწინებით, სასურველი ზომის საქართველოს დროშა დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება