საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით მოზარდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და თეატრალური ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა ასევე საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ როგორი მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები: