სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე პედაგოგთა კლუბის წარმატებული წევრია
25-11-2022
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე სხვადასხვა საინტერესო პროექტში ხშირად ერთვება. ის ძალიან აქტიური დირექტორია, რომელიც მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

მარინე ტაბატაძე სკოლაში მათემატიკასაც ასწავლის. ის Key Consulting-ის პედაგოგთა სტატუს კლუბის წარმატებული წევრია.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა სტატუს კლუბი აერთიანებს გამორჩეულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს.

„ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენის მთავარი მისია, ყველა საქმის სიყვარულით კეთებაა. სწორედ სიყვარულია წარმატების ფორმულა.მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო ღვთისგან ბოძებული ჯილდოა ჩემთვის.
სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ადამიანის ცხოვრებაში. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის და ხელმძღვანელისთვის პრიორიტეტი მოსწავლეა. ვცდილობ ვიყო კარგი მენეჯერი, რომელიც კოლეგებთან, მოსწავლეებთან , მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობით საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნის. წარმატებული სკოლა კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდის უმთავრესი პირობაა. ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენება, მზრუნველი, უსაფრთხო და მამოტივირებელი გარემოს შექმნა სკოლის ხელმძღვანელის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმებია.
ჩემი ძირითადი მიზანია შევქმნა წარმატებული სკოლა, სადაც ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად ოჯახური გარემოსი, შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებასა და მაღალ აკადემიური შედეგების მიღწევას.
ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის სკოლის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს, თუ ვინ და როგორ მართავს მას. ჩემი პირადი წარმატებები მოტივაციას ზრდის როგორც კოლეგებში, ასევე მოსწავლეებში.
თანამედროვე გამოცდილება ცხადყოფს, რომ წარმატებულები არიან სკოლები, სადაც არსებობს ბევრი ლიდერი, ანუ არსებობს გუნდური მართვა. სკოლის დირექტორი არ არის ერთპიროვნული ლიდერი, არამედ ლიდერთა ლიდერია. დირექტორი ფუნქციებს ანაწილებს, რაც მოტივაციასა და პასუხისმგებლობას ზრდის.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მზაობა, განათლებული და კულტურული მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.
მიხარია, რომ მოტივირებული და განვითარებული მომავალი თაობა მოდის. დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სტანდარტული განათლება, რომელიც მოქცეულია ერთი გაკვეთილის ჩარჩოში, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეეში სკოლის შემდგომი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განვითარებას.
მასწავლებლები ვცდილობთ, მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და დაგროვებას, რომლებიც მათ ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვაში გამოადგებათ. სწორედ ამგვარი მიდგომის დამსახურებაა, რომ არ ვიღლები მათზე ზრუნვითა და ცნობიერების ამაღლებით. ისინი ხომ ჩვენის საიმედო და ღირსეული მომავალია.იამაყე პედაგოგით“,- წერს მარინე ტაბატაძე. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება