| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N118 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
მიმდინარე წლის 1-14 ნოემბერს, თბილისის N118 სკოლის მე-3ა კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალება ქართულ ენაში სახელწოდებით - „ავჭალელი ბავშვები“- ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიელი ბავშვების“ მიხედვით. დავალება, მოსწავლეებს დამრიგებელმა ლონდა ლავრინენკომ შესთავაზა.
მოსწავლეები გაეცნენ კომპლექსური დავალების პირობას, მიიღეს პრაქტიკული რჩევები დავალებაზე მუშაობისთვის.
მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად მთლიანი სამუშაო ნაბიჯებად დაყო.
„კომპლექსური დავალების დასრულების შემდეგ დავალებად მივეცი წაიკითხონ ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიელი ბავშვები“ და მწერლის სხვა ნაწარმოებები. წიგნის წაკითხვის შემდეგ უყურონ ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს. დავალების დასრულების შემდეგ ბავშვებმა შეავსეს საკუთარ თავზე დაფიქრების სქემა.დავალების დასკვნითი დღე - ტანისამოსის გადაცემის დღე, სიმბოლურად ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს, 14 ნოემბერს დაემთხვა!“, - გვიყვება პედაგოგი.
იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ