სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკა მხატვრობაში და მხატვრობა მუსიკაში“- თბილისის N136 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, საინტერესო პროექტი წამოიწყეს
24-11-2022
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, Vგ კლასში მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, პროექტი - „მუსიკა მხატვრობაში და მხატვრობა მუსიკაში“, წამოიწყეს.

აღნიშნული პროექტის პირობა ასეთია: პედაგოგის შერჩეული ნახატებიდან, მოსწავლეებს უნდა აერჩიათ ერთი ნამუშევარი, რის შემდეგაც მათ მიეცათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ მიებაძათ მხატვრის ტილოზე გამოსახული პერსონაჟისთვის. აქ მთავარი იყო არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ სახის გამომეტყველება და ემოციის გამოხატვა, პერსონაჟის ხასიათთან მაქსიმალური მიახლოებით.

აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ და ძალიან შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღეს.

„პროექტის განხორციელება და წარმატებით დასრულება არა მხოლოდ მოსწავლეების შრომასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, არამედ თითოეული თქვენგანის ჩართულობაზე. ძვირფასო კოლეგებო, მოსწავლეებო და მშობლებო! გთხოვთ, ყურადღებით და დაკვირვებით გადაათვალიერეთ ყველა სურათი და რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ, „მოიწონეთ" (დაალაიქეთ), მაგრამ უნდა აარჩიოთ მხოლოდ ერთი სურათი. ეს გახლავთ პროექტის I ნაწილი. თუ როგორ შეძლეს პატარებმა, ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია... ველით თქვენს ჩართულობას და ობიექტურ შეფასებებს. თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები იხილეთ ბმულზე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება