| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ერთ-ერთი მათგანი მე-9ბ კლასის მოსწავლე პაპუნა შუკაკიძეა, რომელიც გარდა სწავლისა, გამორჩეულია სახელოვნებო მიმართულებითაც. მან ჭიათურის მრავალპროფილიან თეატრში სპექტაკლში, ნოდარ დუმბაძის „სისხლი“ ითამაშა და 2021 წელს ბაკურიანში „მზიანი საქართველოს“ ფესტივალში პრიზი „როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მიენიჭა.
პაპუნა შუკაკიძე 2022 წლის 17 ნოემბერს, თეატრალურ დასთან ერთად, ლიეტუვაში ქალაქ კაუნასში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - „მასკარადი“ გაემგზავრა, სადაც პრიზი „ფესტივალის აღმოჩენა“ გადასცეს.
პაპუნა შუკაკიძე ამჟამად, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „თოვლის დედოფალში“ თამაშობს და ასრულებს „კაის“ როლს.
სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებები პაპუნას სწავლასა და სამსახიობო მოღვაწეობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ