| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის პედაგოგი ნოდარ აბაშიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.
ის მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. ამის დასტურია ისიც, რომ ნოდარ აბაშიძეს ღონისძიება - „ტბელობა 2022-ის“ მსვლელობისას წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია გადაეცა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტისწევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისადა სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, სხალთის ეპარქიისმთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამეცნიეროწრეებისა და საზოგადოებისწარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა" 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ