| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განვითარების კურსს გადიან.
სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება პროექტი - „ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა“.
კოლეჯიდან მოწვეული დიზაინერები, სკოლის პედაგოგთან ერთად, საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიან სპეციალური და თანამედროვე ტანსაცმლის შექმნას, თარგების გამოჭრას, ზომების აღების ტექნიკას, სხვადასხვა სტილის ტანსაცმლის კერვას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით მოეკიდნენ საქმეს, მათ ძალიან კარგად გამოსდით და ითვისებენ პედაგოგის მიერ ნასწავლს, თავადაც კერავენ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც გადიან შედეგზე. პროექტის ბოლოს იგეგმება დეფილე, სადაც მოსწავლეები თანაკლასელებს მოარგებენ საკუთარი დიზაინით შექმნილ მოდელებს.
„როგორც ვიცით პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეფორმის ნაწილია, მოსწავლეებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, მოსწავლეებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია ხორციელდება პროექტი - „ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა“.
პროექტი წარმატებული და საინტერესოა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლიერებას გამოხატავს კოლეჯი „ფაზისის“ დირექტორის ქალბატონ ნინო ბაკურაძისა და მისი გუნდის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ