| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორ მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, მომავალ თაობას მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ატივობაში, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებაში არიან ჩართულნი.
„ყოველა ბავშვში მზეა, ოღონდაც აცალეთ ანათოს“ - სოკრატეს ეს სიტყვები მოჰყავთ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მორიგი შთამბეჭდავი აქტივობა შემოდგომას მიუძღვნეს.
ჯიხანჯურის საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მანანა შაინიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ულამაზესი მზე გააკეთეს და ზამთრის მოლოდინით ოქროსფერი შემოდგომაც გააცილეს.
სახალისო აქტივობამ სიხარულით მოიცვა მთელი კლასი. პატარები დარწმუნდნენ, რომ ბუნება თავისი მდიდარი რესურსებით გვაძლევს საშუალებას, სხვა ყველაფერთან ერთად საკუთარი ხელებით შევქმნათ ფერადი, ცხრათვალა მზე და შევამკოთ სიტყვით, ლექსით, თუ სიმღერით...
„თქვენ ეს გამოგივიდათ პატარა მერცხლებო, ძალიან ყოჩაღებო და ჩემო ცელქო ონავრებო..“,- ასე მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს, რომელთაც ნიჭი და შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ