სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხცოვან ქალბატონს ესტუმრნენ, რომელმაც მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
23-11-2022
-
+


ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „კიდევაც დაიზრდებიან“ წევრები  პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში, 91 წლის ვალიდა შარიქაძე-მესხიშვილს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მხცოვან ქალბატონს მიართვეს სოფლის ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქალბატონმა ვალიდამ გაუზიარა მოსწავლეებს თავისი გამოცდილება, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მისი დევიზია - „შრომა აჯანსაღებს ადამიანს“. აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის საქმიანობაში, რგავდა მცენარეებს, უვლიდა ცხოველებსა და ფრინველებს, ამავე დროს სკოლაშიც წარჩინებით სწავლობდა.

შემდგომშიც თვითონ მოჰყავდა საჭირო პროდუქტი და ეკოლოგიურად სუფთა საკვებით ამარაგებდა ოჯახს. დღესაც აქტიურად განაგრძობს იმავე საქმიანობას. მან მოსწავლეებს უთხრა რომ მთა, ტყე, მიწა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.

„ბავშვებმა გამოიჩინეს გულისხმიერება და ვალიდა ბებოს პატარა ბაღი დაფოცხეს, ნერგებს შემოუბარეს, ქალბატონ ვალიდას სულისა და ხორცის მხნეობა უსურვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება