სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეტური სიტყვის ჯადოქარი“ - წყალტუბოს N4 სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს ლიტერატურულ-სალონური საღამო მიეძღვნა
23-11-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული შეხვედრების სივრცეში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ლიტერატურულ-სალონური საღამო - „პოეტური სიტყვის ჯადოქარი".

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივებას, პოეტური სიტყვის ხელოვნების დაუფლებას. პროექტში მონაწილეობდნენ  მოსწავლეები: ანასტასია ლობჟანიძე, ნინო ნიჟარაძე, ნინი კირთაძე, ლიზი გურეშიძე, საბა კარკაძე, ნინო ჯიქიძე, ანანო ყურაშვილი. მათ წაიკითხეს გალაკტიონის უკვდავი ლექსები, საინტერესოდ გადმოსცეს გალაკტიონის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი მოვლენები. ასევე წაიკითხეს ოლია ოკუჯავასადმი მიწერილი მისი წერილები,  ნაჩვენები იყო გალაკტიონის ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრები, მოისმინეს გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე“.

საღამოს კიდევ უფრო მიმზიდველ იერს აძლევდა მარიამ ჯიმშელეიშვილის, ლილე ჩხაბერიძისა და ვიქრორია იოსელიანის მიერ შესრულებული, გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

ღონისძიება მოამზადა ქართული ენის წამყვანმა მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირქტორის მ/შ ქალბატონმა მაია ნუცუბიძე-ქობულიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქალბატონ ქეთევანს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს ბრწყინვალე ღონისძიებისთვის; აღნიშნა მსგავსი ღონისძიებების აქტუალურობა და მნიშვნელობა მომავალი თაობების შემოქმედებითად აღზრდის საქმეში.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ქეთევან სვანიძე.

იხილეთ ღონისძიების ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება