სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-11-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლაში გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი - „მინდა ვიყო ტოლერანტი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მოეწყო ფილმების „მრავალფეროვანი გარემო", „თანასწორობა და დისკრიმინაცია" ჩვენება და განხილვა. ჩაატარდა გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე, შემდეგ კი თანატოლგანმანათლებლებმა მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს მათ ტოლერანტობის მნიშვნელობა. მოეწყო ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე - „ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ტოლერანტობასთან დაკავშირებით. ტოლერანტობის თემაზე დამზადდა საინფორმაციო გაზეთი და ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

„ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში.
ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.
მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება