სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კულტურული მრავალფეროვნება“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტზე მუშაობენ
22-11-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა მესამე წელია ახალი სკოლის მოდელში ჩართულია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასაკოლო პროექტში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა". რაიონულ ფორუმზე მათმა პროექტმა გაიმარჯვა, შემდგომ კი რესპუბლიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ და იქაც წარმატებას მიაღწიეს.

ახალ სასწავლო წელს კი სკოლის პროექტია „კულტურული მრავალფეროვნება“. ამ პროექტის ერთ-ერთი საკითხია ტოლერანტობა, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ისტორიის მასწავლებელს მაია გორელიშვილს. სკოლაში ჩატარდა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვირეული.  საქართველოს  განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო, რომელსაც ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ხელმძღვანელობს. ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით და მათი ხელშეწყობით გასვლითი შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლასთან მოეწყო.

მოსწავლეებმა ჩაატარეს გაცვლითი ღონისძიება, გაიმართა პრეზენტაცია, წაიკითხეს ესეები, შეასრულეს ნახატები, რომელთა თემაც ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და ტოლერანტობა იყო.

„ჩვენი სკოლის სასკოლო პროექტი გრძელდება წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვართ ამ პროექტშიც წარმატებები გვექნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება