სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
21-11-2022
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

აქტივობა შემოდგომას მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, იმღერეს, იცეკვეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და საზეიმო განწყობა შექმნეს. მათ შესაძლებლობები უდიდესი წარმატებით წარმოაჩინეს და მოწონება დაიმსახურეს. 

ზეიმმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„შემოდგომა - ყველაზე ლამაზი ფერებით, სუსტად მანათობელი მზით, მთაზე ახლადშეფიფქული თოვლით და ცოტა (კარწახში კი ბლომად) სუსხით... თავჩაქინდრული და ფოთოლგაცვენილი ხეებით...
მიილია ბოლო თვეც წელიწადის ამ ჯადოსნური სეზონის და გრჩება განცდა - ასე, უბრალოდ, უსიტყვოდ გინდა გაუშვა ეს დალოცვილი? 
არა და არა...
და დავიწყეთ. მაშინ, როცა სკოლას ჰყავს ასეთი კრეატიული და თავის საქმესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები: აზნივ მათოსიან, ვენერა მიქელაძე, სათენიკ ვარდერესიან, სირანუშ ბაბელიან და სკოლის ახალგაზრდა, დაუზარელი, საქმისმწარმოებელი ჯულია ვარდერესიანი, არ შიძლება, არ გამოვიდეს ყველაფერი ლამაზი და საინტერესო და იყო კიდეც...ბევრი სიმღერა, ბევრი ლექსი, ცეკვა...საოცრად თბილი და ლამაზი სიტყვები შემოდგომაზე, სახუმარო სკეტჩები და კიდევ თავიანთი პატარა ხელებით დამზადებული ნაწარმის პრეზენტაციაც.
საოცარი იყო ყველაფერი, სასიამოვნო, შთამბეჭდავი...
და გვინდა, დიდხანს არ დაკარგოს სკოლამ ასეთი ლამაზი საღამოების მოწყობის სურვილი და შესაძლებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება