სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი საქმიანობა როგორც სასკოლო სივრცეში, ასევე თემსა და რაიონში სანიმუშო იყო“ - რიყეთის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგ სამსონ კოჩალიძეს ემშვიდობება
21-11-2022
-
+


მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი სამსონ კოჩალიძე.

ის ღირსეული მასწავლებელი იყო, რომელმაც მოსწავლეთა ბევრი თაობა აღზარდა და სწორ გზაზე დააყენა. სკოლაში მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მოსწავლეებს უსამძიმრებენ და გამძლეობას უსურვებენ.

„ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს მომენტი, რომელიც დაკავშირებულია საყვარელი ადამიანების, ნათესავების, კოლეგების თუ უბრალოდ ნაცნობების დაკარგვასთან... რამდენად ღრმა და ყოვლისმომცველია ეს ემოცია, ყველას განგვიცდია... რიყეთის სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი სამსონ კოჩალიძე.
მისი საქმიანობა როგორც სასკოლო სივრცეში, ასევე თემსა და რაიონში სანიმუშო იყო. მას ვიცნობდით საოცრად მგრძნობიარე, ინტელექტუალურ, მზრუნველ პიროვნებად...
რთულია წარსულ დროში თქვენი მოხსენიება, თუმცა განგების წინაშე ადამიანები უძლურნი ვართ... თქვენ მალე სხვა სამყაროში დაიდებთ ბინას, უფალს ვთხოვთ ნათელი სასუფეველი დაგიმკვიდროთ, ხოლო ოჯახის წევრებს კი უდიდესი გამძლეობა. მადლობა პროფესონალიზმისთვის, უანგარო სიყვარულისთვის, ადამიანობისთვის, თანამშრომლობისთვის და უამრავი თავგადასავლისთვის, რაც ერთად გაგვიტარებია, სკოლასა თუ სკოლის ფარგლებს გარეთ... გემშვიდობებათ რიყეთი და თქვენი მშობლიური სკოლა, სადაც უამრავ თაობას მიეცით განათლება, ცხოვრების ეფექტურად წარმართვისთვის...გემადლიერებით და გემშვიდობებით, არ დაგივიწყებთ, მარად ჩვენს გულებში იქნები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge სამძიმარს უცხადებს პედაგოგ, ლამარა მატიაშვილის ოჯახს, სკოლასა და მის აღზრდილ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება