სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, რომელ სკოლებში შეიცვლება დირექტორები - რა ვითარებაა რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
07-11-2022
-
+


საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი დაიწყო.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კონკურსის მეორე ეტაპი, თუმცა, პროცესი დაძრულია და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში იქნება, ქალაქში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სრულიად განსხვავებულ სურათს ვიხილავთ.

თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, თამარ ხეჩიკაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ დროისთვის, ქალქის 26-ვე საჯარო სკოლას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.

„რუსთავში 26 საჯარო სკოლაა და 26-ვე სკოლაში, დღეის მდგომარეობით, გახლავთ მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი. აბსოლუტურად ყველას ეხება იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომელსაც გამოაცხადებს სამინისტრო", - აცხადებს ხეჩიკაშვილი.

დაზუსტებით შეუძლებელია ვთქვათ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით ვეღარ დარჩება.

ამ დროისთვის, რუსთავში არსებული სკოლების დიდ ნაწილში, დირექტორის მოვალეობას სწორედ ისეთი პირი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე 2 ვადით ხელმძღვანელობდა.

ესენია:

11 საჯარო სკოლა - გიორგი შეყილაძე;
21 საჯარო სკოლა - ნინო გავაშელი;
22 საჯარო სკოლა - ეკა ცხვედაძე;
25 საჯარო სკოლა- თეა ტაბატაძე;
26 საჯარო სკოლა - ბესო მოსულიშვილი;
15 საჯარო სკოლა - ბელა მარტიაშვილი;
2 სკოლა - ლალი ერქომაიშვილი;
3 სკოლა - ბექა შათირიშვილი;
4 სკოლა - მამუკა ხამხაძე;
9 სკოლა - ინგა ქურდოვანიძე;
6 სკოლა - ნაირა ქარუხნიშვილი ;
7 სკოლა - ლია ჯღარკავა.

ვინ დარჩება, ვინ წავა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან იქნებიან თუ არა სკოლის მიღმა დარჩენილებიც - ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ისეთი ხელმძღვანელი პირი დაინიშნოს, რომელიც მანამდე დირექტორი საერთოდ არ ყოფილა. 

წყარო: „ინფო რუსთავი“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება