ლისის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
20-10-2022
დაკოპირებულია
-
+
შმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
პირველ ეტაპზე 2 მოსწავლე - გიორგი ქობულაშვილი და თორნიკე ქობულაშვილი მონაწილეობდა. მათგან ერთი - გიორგი ქობულაშვილი მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11, ხოლო მეორე ეტაპი 13 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა - პირველი მასწავლებელი“...