| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სწავლების სამფაზიანი მოდელი გაკვეთილის მსვლელობის უნივერსალური ჩარჩოა. ფაზების მიხედვით დაგეგმილი გაკვეთილის ჩატარებისას მასწავლებელი დროს ისე ანაწილებს, რომ წინარე ცოდნის გააქტიურებაც ხდება, საკითხის სიღრმისეული გააზრებაც და თვითშეფასებაც.
სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს კარგად უნდა გაიაზროს გაკვეთილის ფაზები, დაგეგმოს აქტივობები და მეთოდები, რათა სასურველ შედეგს მარტივად მიაღწიოს.
რას ნიშნავს თითოეული ფაზა?
I ფაზა გამოწვევაა - გამოწვევის ფაზაზე მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე არსებული ცოდნის, განცდებისა და შთაბეჭდილებების გააქტიურება. ამ ეტაპზე მოსწავლეები იხსენებენ, თუ რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს.
II ფაზა შინაარსის რეალიზებაა - ამ დროს ხდება ცოდნის კონსტრუირება. ესაა სიღრმისეული წვდომის ფაზა, როდესაც მოსწავლე ბოლომდე გაიაზრებს ახალ მასალას და შეძლებს ახლადშეძენილი ცოდნის ადრე ნასწავლთან დაკავშირებას. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საწყის ფაზაზე აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება.
III ფაზაზე ცოდნის გამთლიანება ხდება. ესაა რეფლექსიის ფაზა. რეფლექსიისა და შეჯამების ფაზაზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მიმდინარეობს მსჯელობა.
როდესაც ვსაუბრობთ გაკვეთილის სამფაზიან გეგმაზე, მნიშვნელოვანია აქტივობების სწორად შერჩევაც. ასევე პედაგოგს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, თუ რომელ სტრატეგიას გამოიყენებს, იქნება ლექციური ტიპის გაკვეთილი თუ მოსწავლეები იქნებიან აქტიური მონაწილეები. დასაშვებია ერთ გაკვეთილზე ორივე სტრატეგია, როგორც ლექციური, ასევე მოსწავლეთა ჩართულობით გამართული დისკუსია.
მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის სამივე ეტაპი გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს გაკვეთილის გეგმაში შესაბამისი აქტივობებისა და მეთოდების სახით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა