სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

160 მოსწავლე სპეციალურ მოდულს გაივლის - დეტალები
11-10-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და UEFA Foundation for Children-ისა და ECA-ს დაფინანსებით 160 უკრაინელი მოსწავლე, 41-ე საჯარო სკოლიდან, გადის სპეციალურად მათთვის შემუშავებულ მოდულს ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელაში". პროექტი 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, უკრაინელი მოსწავლეები მე-7-11 კლასებიდან გადანაწილდებიან 5 სამუშაო ჯგუფში, კვირის განმავლობაში დაესწრებიან „ჩხირკედელას“ მიერ მათთვის მომზადებულ ტრენინგს, ააწყობენ რობოტებს და ყოველი კვირის ბოლოს გამართავენ შეჯიბრს Cyber Ball, გამარჯვებული გუნდები კი პროექტის დასრულების შემდეგ გამართავენ ფინალურ ტურნირს.

პროექტის მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, „ჩხირკედელას“ მრავალკომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა, რომლის პრაქტიკაში გამოყენების ინსტრუქტაჟიც მათ ადგილზევე უტარდებათ და ხუთდღიანი კურსის განმავლობაში ისინი ააწყობენ, რობოტებს რომლებიც ფეხბურთის თამაშს შეძლებენ. ბავშვებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები და ფეხბურთის ჩემპიონატი საჩხერის მუნიციპალიტეტში. ადგილზე ბავშვებს უმასპინძლებენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად უკრაინელი მოსწავლეები ქართველ ბავშვებთან ერთად ითამაშებენ ფეხბურთს.

მოსწავლეების პირველმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ერთკვირიანი პროგრამა. „ჩხირკედელას“ ინსტრუქტორების დახმარებით და სასაჩუქრე ნაკრებების გამოყენებით ბავშვებმა ააწყვეს რობოტები და Cyber Ball-ის პირველი მატჩიც ჩაატარეს. ბავშვები ასევე იმყოფებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში, სადაც მათ სავანეს საჯარო სკოლა მასპინძლობდა. სკოლის ქართველმა მოსწავლეებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს თანატოლებს. კულტურული პროგრამის დასრულების შემდეგ ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლეებმა ერთად ითამაშეს ფეხბურთი.

მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის არაფორმალური განათლების სახით სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა STEM აქტივობებით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება