სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია“... - განაცხადის წარდგენის ვადები და პირობები
10-10-2022
-
+


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტის – „კინო სკოლაში“ ფარგლებში შემოდგომის სეზონზე, ფილმების ჩვენება-დისკუსიასთან ერთად, კინოსპეციალისტები აქტიურად გამოიყენებენ ონლაინ საგანმანათლებლო რესურსს „ისტორია-კინო-ისტორია (History-Film-History http://historyfilmhistory.com/)“, რომელიც ევროპის 4 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არის ხელმისაწვდომი.

აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსი 13 – 19 წლის მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და ის მოიცავს ვიზუალურ და საარქივო მასალას, ვიდეო გაკვეთილებს, სავარჯიშოებსა და ტესტს, რაც მოზარდებს მე-20 საუკუნის ეპოქის აღქმასთან ერთად იმ პერიოდის ხელოვნების ისტორიასაც აცნობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით პროექტის ვადებისა და განაცხადების წარდგენის პირობების შესახებ ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველი სკოლების რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე – https://forms.gle/fCJM2f51Sd5FC77EA. შერჩეულ სკოლებში კინოცენტრის მიერ გამოგზავნილი კინოსპეციალისტები ზემოაღნიშნული ონლაინპლატფორმის გამოყენებით 20 საგანმანათლებლო აქტივობას განახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც მოხდება კინოს ისტორიის და მე-20 საუკუნის ისტორიის სწავლება სპეციალურად შექმნილი ვიდეო გაკვეთილების, საარქივო ფოტო-ვიდეო მასალისა და სავარჯიშოების გამოყენებით.

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამართავს ვებინარს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო რესურსის – „ისტორია-კინო-ისტორია“ შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რათა სკოლებმა შეძლონ პროექტში აქტიურად ჩართვა და შემდეგ უკვე პედაგოგებმა ამ რესურსის დამოუკიდებლად გამოიყენება სასწავლო პროცესში.
ვებინარს გაუძღვებიან:

 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტორიის ექსპერტ-კონსულტანტი – ლევან ახვლედიანი

კინოცენტრის კინოგანათლების პროექტების მენეჯერი – თეა გაბიძაშვილი

პროექტის „კინო სკოლაში“ კინოსპეციალისტი – თამთა ქაჯაია

კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე – მაია ჭილაშვილი

ვებინარის ბმული.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება