სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-10-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდებიც. მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მათი წარმატებით მიულოცეს და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ გაუწია. ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია. 

„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე-ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც“ გვიანდერძა დიდმა ილიამ! მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროფესიაა, მაგრამ ნებისმიერ სირთულესთან ერთად შესანიშნავ საქმეს აკეთებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება