სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზეიმო ღონისძიება და გულწრფელი მადლობა - დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
07-10-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს ყველაფერისთვის მადლობა გადაუხადეს, პროფესიული დღე მიულოცეს და ამით გული გაუხარეს. 

„თქვენ ხართ ზღაპრული, ნაზი ფერია,
ზღაპრიდან ჩვენთვის ჩამოფრენილი,
ჩვენი მფარველი ანგელოზი ხართ,
წმინდა სანთლიდან ჩამოღვენთილი“.
ამბობენ, მადლის მიგება საღვთო ნიჭიაო. თუ ვინმეს ეგების ერისგან მადლიერების გამოცხადება, უპირველესად მასწავლებლებს. თქვენ ხომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი აღსაზრდელებს მიუძღვენით, თავად კი მათი კაი ყმობითა და კაი ქალობით ხარობთ და ამაყობთ.
შემოქმედმა ღმერთმა ასე დალოცა დედამიწის პირველი მკვიდრი: „აღორძინდით და განმრავლდით და ეუფლენით ქვეყანასაო".
უფრო მშვენიერს და ამაღლებულს ვერაფერს გეტყვით. მეც ასევე გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს მასწავლებლის დღეს, აღორძინდით, ეუფლეთ ჩვენი ერის მომავალს, თქვენი გონიერებით, სიწმინდითა და მაღალი ზნეობით“,- ამ სიტყვებით მიულოცეს მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე. 
   
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება