სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მისალოცი ბარათები მიუძღვნეს
06-10-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ბავშვებმა მასწავლებლებისთვის სიყვარულით აღსავსე მისალოცი ბარათები შეუქმნეს და გადასცეს; მოსწავლეებმა პედაგოგებს ასევე ლექსები წაუკითხეს და გული გაუთბეს.

ღონისძიებით გახარებულმა ერთ-ერთმა პედაგოგმა კი მოსწავლეებს შემდეგი სიტყვები მიუძღვნა:

„მასწავლებელო, აღზევება როცა ინატრო,

გთხოვ გაიხსენო რომ ბავშვების გულში ბინადრობ
და არ გჭირდება აღზევება არავითარი.

არავინ დადის ცის ქვეშეთში შენზე მდიდარი...“

ჩემთვის ეს დღეც ჩემი მოსწავლეების თბილი და გულწრფელი დამოკიდებულების შეცნობის დღეა. ეს ბარათები ჩემთვის ამის დასტურია“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება