სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან პროგრამა 200-მდე საჯარო სკოლას შეეხება - 70-საათიანი ტრენინგკურსის შესახებ მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
04-08-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ „სამხედრო საქმის“ საგნის მასწავლებლებად შერჩეულ 58 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა - თავდაცვის ძალების რიგებიდან თადარიგში დათხოვნილ ოფიცრებსა და მოქმედ სამხედროებს.

70-საათიანი ტრენინგკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ტრენინგების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომების შესახებ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:

• თანამედროვე მიდგომები სწავლებაში;
• პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
• ეფექტური კომუნიკაცია და მოსწავლეთა მოტივაცია;
• ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში;
• ინკლუზიური განათლების პრინციპები.

ტრენინგის მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების ხელმძღვანელობით გაიარეს სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ „სამხედრო საქმის“ სახელმძღვანელოს თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.

2025–2026 სასწავლო წელს „სამხედრო საქმეს“ ქვეყნის მასშტაბით 138 საჯარო სკოლაში 7 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. ახლად სერტიფიცირებული მასწავლებლების ჩართვით, 2026–2027 სასწავლო წლიდან პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საგანი ქვეყნის მასშტაბით უკვე 200-მდე საჯარო სკოლაში ისწავლება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება