| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროგრამის სამუშაო ვერსიები განიხილეს.
ამასთან, შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტთან და საერთაშორისო წარმატებულ გამოცდილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
პროფესიული განათლების სისტემა, პოლიტიკა და განვითარების თანამედროვე ტენდენციები;
განათლების ტექნოლოგიები და სასწავლო რესურსების განვითარება;
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
პროფესიული სტუდენტის კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება;
პროფესიული განათლების მასწავლებლის თვითშეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარება;
მასწავლებლის პროფესიული პრაქტიკა.
პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ სასწავლო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვის, ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე ინტერაქტიული და სტუდენტთა შეფასების ვალიდური მეთოდები.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ