| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

XXI საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. აღარავის უკვირს სმარტფონები, მოზარდების განუყრელი მეგობარი კი ინტერნეტი გახდა. მოსწავლეთა დიდი ნაწილი სკოლაში მობილური ტელეფონით დადის, რაც ხშირად პდაგოგების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
შეუძლია თუ არა მოსწავლეს ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე და აქვს თუ არა მასწავლებელს მოსწავლისთვის ტელეფონის ჩამორთმევის უფლება?
მოსწავლეს, მასწავლებლის თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, საგაკვეთილო პროცესში ტელეფონი სასწავლო მიზნით გამოიყენოს. დაუშვებელია მობილური ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალებების სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით გამოყენება.
ამ საკითხს მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს სკოლის შინაგანაწესშიც, რადგან კანონის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის ქცევის კოდექსს უნდა ეფუძნებოდეს.
პედაგოგს უფლება აქვს, მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში ტელეფონი ჩამორთვას, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსის დაცვას. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს. დისციპლინურ დარღვევაში მოიაზრება საგაკვეთილო პროცესში ტელეფონის გამოყენებაც.
მასწავლებელს არ აქვს უფლება, ჩამორთმეული ტელეფონი მოსწავლეს აღარ დაუბრუნოს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს