| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლობა მარტივი პროფესია რომ არ არის, ამაზე ხშირად თავად პედაგოგები საუბრობენ. მოსწავლეებთან ურთიერთობას, გარდა სასიამოვნო მომენტებისა, თან მრავალი გამოწვევა და სირთულე ახლავს.
მასწავლებლების უმეტესობას სურს, რომ მოსწავლეები პატივს სცემდნენ და უყავრდეთ. ასევე, უნდათ, რომ მათგან მაგალითი აიღონ. ასე სასწავლო პროცესიც ბევრად ეფექტური და სიანტერესო შეიძლება იყოს.
აღნიშნულ საკითხზე უცხოელ ექსპერტები ხშირად საუბრობენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოყო ის თვისებები, რაც მოსწავლეებს პედაგოგებში ყველაზე მეტად მოსწონთ.
მოსწავლეების ფავორიტია პედაგოგი, რომელიც გაკვეთილს საინტერესოსა და სახალისო ხდის
მთელ კლასს მოსწონს, როდესაც მასწავლებელი საინტერესოდ საუბრობს, სიახლეებს სთავაზობს და განვითარების საშუალებას აძლევს.
მათ უყვართ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეთა დახმარებას ცდილობს
მასწავლებელმა მოსწავლეების მიმართ დადებითი დამოკიდებულება უნდა გამოამჟღავნოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ პედაგოგი მათ გვერდითაა და როდესაც დასჭირდებათ, შეუძლიათ, რომ დასახმარებლად მიმართონ.
მოსწავლეები იმ პედაგოგებს აფასებენ, ვისაც შეცდომების აღიარება შეუძლიათ
ზოგადად, მოსწავლეები კლასში შეულს ადამიანს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ რამდენად შეუძლია მასწავლებელს დაშვებეული შეცდომის აღიარება. ეს იქნება საგაკვეთილო პროცესში დაშვებული შეცდომა თუ ბავშვებთან ურთიერთობისას.
მათ მოსწონთ პედაგოგები, რომელთა გაკვეთილებიც მონოტონური არ არის
გაკვეთილი, რომელიც მუდმივად „ლექციის“ ფორმატში მიმდინარეობს, მოსაწყენია. ასე მოსაუბრე მონოტონური ხდება და მას მსმენელთა ყურადღებაც აკლდებათ.
მოსწავლეებს უნდათ მასწავლებელი, რომელიც მათ პატივს სცემს
პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს. როდესაც პედაგოგი ითხოვს, რომ მას პატივისცემით მოეპყრან, მისგანაც იგივე დამოკიდებულება უნდა მოდიოდეს.
აუცილებელია, რომ პედაგოგმა მათი დრო და შრომა სწორად დააფასონ
მნიშვნელოვანია დაფასდეს ნებისმიერი ძალისხმევა, რომელსაც მოსწავლე გასწევს. მართალია, ისინი საკუთარი მომავლისთვის სწავლობენ, თუმცა აუცილებელია, რომ მასწავლებელმა შეაქოს და მოტივაცია გაუჩინოს.
მათ მოსწონთ მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესზეა ორიენტირებული
ზოგჯერ, გაკვეთილზე პედაგოგები კლასგარეშე თემებზე საუბრობენ. ასეთი საუბარი შესაძლოა საინტერესო იყოს, თუმცა ხანდახან საგაკვეთილო ჩარჩოებს სცდება და მოსწავლეებისთვის მოსაბეზრებელია.
მოსწავლეებს თავისუფლება სჭირდებათ
მოსწავლეებს მიეცით უფლება, რომ თავისუფლად იაზროვნონ და საკუთარი აზრი დაუფარავად გამოთქვან. ასევე, თუ რაიამე დავალებას ვერ ასრულებენ, უთხარით, რომ მის გასაკეთებლად დრო აქვთ და კარგად დაფიქრდნენ.
მოსწავლეს უნდა, რომ მასწავლებელი ამჩნევდეს
მოსწავლეებს სურთ იცოდნენ, რომ მასწავლებელი ყურადღებას აქცევს - მათი მისწრაფებებითა და სურვილებით ინტერესდება.
მოსწავლებს ლმობიერი პედაგოგები მოსწონთ
მოსწავლეებს მშვიდი, გაწონასწორებული და ლმობიერი მასწავლებლები მოსწონთ. ისეთები, რომლებთანაც ადვილად ურთიერთობენ.
მოსწავლეებს უნდათ მასწავლებლები, რომლებიც კლასის კარგი მენეჯერები არიან
მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგს კლასის მართვა შეეძლოს. აუცილებელია, მან რომელიმე მოსწავლე სხვებისგან არ გამოყოს და ყველას თანაბარ ყურადღებას აქცევდეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს