სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტრენერთა ტრენინგები საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა 
17-09-2022
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების 15 სოციალურმა მუშაკმა საჯარო სკოლებში სარისკო ქცევების პრევენციის პროგრამით გადამზადების კურსი - ტრენერთა ტრენინგი გაიარა.

პროგრამა - EUDAP/ „ცოცხალი შესრულებით“/ „ფონოგრამის გარეშე“ წარმოადგენს 11-14 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ სარისკო ქცევების პრევენციის სასკოლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის მიდგომას. მისი შემუშავება, დანერგვა და აკრედიტება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა. პროგრამა წარმოდგენილია 12 გაკვეთილის სახით, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია განხორციელდეს სოციალური გავლენა, მოსწავლეთათვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ეფექტიანი სოციალური ცხოვრებისთვის სარისკო ქცევების პრევენცია.

ტრენინგი გაიმართა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და ორგანიზაცია ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის'' მიერ.

EUDAP-ის პროგრამის პილოტირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2012 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროგრამის თარგმნა, ადაპტაციაა და დანერგვა თბილისის საპილოტე საჯარო და კერძო სკოლებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება