სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წვიმების გამნეიტრალებლები“- მოსწავლეების გამოგონება და ბრინჯაოს მედალი ბუდაპეშტის ტურნირზე ჟიური
13-09-2022
-
+


ბუდაპეშტში გამართულ ქიმიის მე-5 საერთაშორისო ტურნირზე აბიტურიენტმა არჩილ ბენაშვილმა ამოცანის საუკეთესო პრეზენტაციისათვის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. გარდა ამისა, ის ინდივიდუალური ქულების საფუძველზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

ტურნირი 16-21 აგვისტოს გაიმართა. მასში საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრები წელს პირველად მონაწილეობდა. სწორედ მის შემადგენლობაში იყო არჩილ ბენაშვილი. მათ დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოგონება, რომლის წყალობითაც მჟავა წვიმების განეიტრალებაა შესაძლებელი.

უნდა ითქვას, რომ არჩილი აქტიური მოსწავლეა. ის სხვადასხვა საგნის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა, თუმცა, როგორც ამბობს, ყველაზე დიდი გამოცდილება ქიმიის საერთაშორისო ტურნირი იყო. გარდა ამისა, ამავე ზაფხულს გერმანულის საერთაშორისო ოლიმპიადაშიც ჩაერთო.

მოსწავლემ ქიმიის მე-5 საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისა და გამოგონების შესახებ etaloni.ge-სთან ისაუბრა.

- კონკრეტულად რას ეხებოდა დავლების თემა და როგორ გაართვით თავი?

- ამოცანა, რომელიც უნდა დამემუშავებინა მჟავა წვიმებთან იყო დაკავშირებული. უნდა მომეფიქრებინა გზა, რითაც მჟავა წვიმას ისე გავანეიტრალებდი, რომ გარემოს დამატებითი ზიანი არ მისდგომოდა. თავდაპირველად, როდესაც გავიგე, რომ ეს საკითხი უნდა დამემუშავებინა, ცოტა გაოგნებული ვიყავი, რადგან მეგონა, რომ შეუძლებელი შესაძლებლად უნდა გვექცია. დავალების დამუშავება რთული იყო, რადგან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ინტერნეტშიც არ იყო. ამიტომაც, კრეატივი უნდა გამომეჩინა და ფანტაზია გამომეყენებინა. სწორედ ასე მოვიფიქრე, თუ როგორ გამენეიტრალებინა მჟავა წვიმები.

- რა გამოხმაურებები მოჰყვა შესრულებულ დავალებას?

- გამოგონებით ჟიურის ერთ-ერთი წევრი საკმაოდ გაოცებული იყო, რადგან ეს სამუშაო ფანტაზიის უნარის ჩართვას მოითხოვდა. სხვა მონაწილეებისგანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუ რამდენად საინტერესო და ინოვაციური გამოგონება იყო.

- რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენს გამოგონებას?

- გამოგონებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან მჟავა წვიმები ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რაც გარემოს აზიანებს და გარკვეული ეკონომიკური ზარალიც მოაქვს. ამიტომ რაც მეტი მეთოდი შემუშავდება იმისთვის, რომ მჟავა წვიმები გავანეიტრალოთ, მით ნაკლებ ზიანი მიადგებათ ადამიანებს, გარემოსა და ცხოველებს.

- როგორი იყო შეფასების სქემა?

-  ბუდაპეშტში ნაკრები ვიყავით და გუნდურად ვმუშაობდით. შეფასებები გუნურ ნაწილშიც იყო და ინდივიდუალურადაც გვაფასებდნენ. ზოგადად, სამუშაოები გუნდურად ფასდებოდა. როდესაც თითოეულ ამოცანას წარვადგენდით ქულებს გვიწერდნენ და ჯამდებოდა. ინდივიდუალური შეფასებაც იყო და მიღებული ქულების მიხედვით მონაწილეები ინდივიდუალურადაც ჯილდოვდებოდნენ.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, სად აპირებთ უმაღლესი განათლების მიღებას?

- მე, ზოგადად, ქიმიით ვარ დაინტერესებული, მაგრამ ამავდროულად, სხვა მეცნიერებებიც მაინტერესებს, მაგალითად, ბიოლოგია. ამიტომ, სამომავლოდ მინდა როგორმე ეს ორი დარგი გავაერთიანო. აბიტურიენტი ვარ, სწავლა უცხოეთში მინდა, მაგრამ შეიძლება ჯერ აქ ჩავაბარო და შემდეგ გერმანიაში გავაგრძელო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება