| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2 წლის შემდეგ, სკოლებში ბუფეტები კვლავ იხსნება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებს უფლება აქვთ, ბუფეტების ფუნქციონირება აღადგინონ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგნელებთან შეხვედრები გამართა, რომელის მთავარი თემა მოსწავლეთა კვების საკითხი იყო.
„მხარეებმა ისაუბრეს მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები“, - თუმცა ამ დრომდე სამინისტროს დეტალები საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.
შეგახსენებთ, რომ კოვიდრეგულაციების გამო საჯარო და კერძო სკოლებში ბუფეტები თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. მართალია, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში რეგულაციები 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს მოხსნა, თუმცა, საჯარო სკოლებმა ბუფეტების აღდგენა ვერ მოასწრეს.
ახალი სასწავლო წელი 15 სეტემბერს იწყება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობია, იქნება თუ არა შენარჩუნებული გარკვეული სახის რეგულაციები სკოლებში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა