სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად სწავლას? - მშობლებს ვურჩევთ
02-10-2022
-
+


სასკოლო ცხოვრების დაწყებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური საკითხი ბავშვის დამოუკიდებლად მეცადინეობა ხდება. როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად მეცადინეობას? - ალბათ, ეს მშობლების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავსატეხია. დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, დედ-მამას საკმარისი დრო აქვს, რათა სამსახურიდან დაბრუნებულები ბავშვებს გვერდით მიუსხდნენ და გაკვეთილები ერთად „იმეცადინონ“.

მასალაში სწორედ რამოდენიმე რჩევასა თუ რეკომენდაციას შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვმა გაკვეთილებისა თუ საშინაო დავალებების მომზადება დამოუკიდებლად ისწავლოს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები პატარებს არ უნდა დაეხმაროთ.

1. დღის რეჟიმი

დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის არის, რადგან სასკოლო ცხოვრება სრულიად ახალია და ახალ ეტაპთან შეგუება პატარებისთვის შედარებით რთულია. ამიტომ, ეცადეთ ბავშვებს დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმისთვის განრიგი გაუწეროთ. მაგალითად, განსაზღვრულ დროს გაღვიძება, საუზმის მოსწრება და სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე მისვლა.

2. დასვენებისთვის განკუთვნილი დრო

დასვენება მნიშვნელოვანი საკითხია. არ შეიძლება სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მაშინვე აიძულოთ სამეცადინოდ დაჯდეს. სადილის შემდეგ ნება მიეცით 30 წუთი საკუთარ თავს დაუთმოს ეს იქნება უქმად ტელევიზორის ყურება, თუ ეზოში გასეირნება. მიეცით ნება სწავლის დაწყებამდე სრულფასოვნად დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.

3. სწავლისთვის გამოყოფილი ადგილი

სწავლისთვის გამოყოფილი კომფორტული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რამ არის, იმისთვის, რათა ბავშვს მეცადინეობა არ დაეზაროს და საშინაო დავალება სრულყოფილად შეასრულოს. მოსწავლისთვის გამოყოფილი სამუშაო სივრცე უნდა იყოს კარგად განათებული იმგვარად, რომ შუქი კითხვისას მარცხნიდან ეცემოდეს. ასევე, აუცილებელია სასწავლად გამოყოფილი ადგილი იყოს სახლის შედარებით მშვიდ ადგილას, რათა ბავშვს ყურადღება არ გაეფანტოს და სასწავლ საგნებზე ონცენტრაცია მაქსიმალურად მოახდინოს.

4. გაკვეთილების ცხრილი

ბავშვის სამუშაო სივრცესთან, თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით მოსამზადებელი გაკვეთილების ცხრილი, რათა მიზეზი - „დამავიწყდა“ ბავშვის ლექსიკონიდან გაქრეს. 

5. ულტიმატუმი

თუ ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია და გაკვეთილების სასწავლად დამოუკიდებლად მაინც არ ჯდება, ხელი არ ჩაიქნიოთ. ზომიერი სიმკაცრე მას უფრო მონდომებულს გახდის. წაუყენეთ ულტიმატუმი თუ თქვენს სახლში დაბრუნებამდე გაკვეთილები მომზადებული არ ექნება, მაშინ ის საყვარელ მულტფილმს ვერ უყურებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება