სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დამატებით სამუშაოს ასრულებენ მასწავლებელები გაკვეთილების დასრულების შემდეგ
18-10-2022
-
+


ბევრს სჯერა, რომ მასწავლებლებს მარტივი სამუშაო აქვთ, რადგან ისინი ზაფხულში დიდი ხნით ისვენებენ და სამუშაო საათებიც თითქოს უფრო მოკლეა. თუმცა, სინამდვლე ის არის, რომ პედაგოგობა დატვირთული და პასუხისმგებლობებით სავსე პროფესიაა. მასწავლებლებს სამუშაო ხშირად სახლშიც მიაქვთ, გარდა ამისა, ისინი კლასში გაკვეთილების დასრულების შემდეგაც რჩებიან ხოლმე.

სწავლება რუტინული სამუშაო არ არის, ის მუდმივ აზროვნებასა და ახალი ხერხების ძიებას მოითხოვს. პედაგოგები სხვადასხვა სახის სასკოლო საქმეს ასრულებენ მაშინ, როდესაც მათ არავინ უყურებს.

სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ

მასწავლებლები საგანმანათლებო აქტივობებსა და კონფერენციებში ხშირად მონაწილეობენ. ამით ისინი თავიანთ კარიერულ წინსვლასა და სწავლების ახალი მეთოდების შემუშავებაზე ზრუნავენ.

ახალ სასწავლო სტრატეგიებს ეცნობიან

გარდა იმ სტატეგიებისა, რაც განათლების სიტემაშია, მასწავლებლები, როგორც წესი, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც თვალს ადევნებენ. მათთვის საინტერესოა, თუ რა სტატეგიით მიიღწევა საუკეთესო შედეგები.

საკლასო ოთახებს ასუფთავებენ და აწესრიგებენ

მასწავლებლებისთვის კლასი, შეიძლება ითქვას, რომ მეორე სახლია. მათ უმეტესობას კი სურს, რომ საკლასო ოთახი მოწესრიგებული და კომფორტული იყოს. ისინი მის მოწესრიგებასა და გაფორმებას უამრავ დროს უთმობენ.

სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობენ

მასწავლებლები იდეების გაცვლა-გამოცვლას დიდ დროს უთმობენ. ისინი კოლეგების რეკომენდაციებსა და გამოცდილებას ითვალისწინებენ, რაც მათ რთული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ.

მშობლებთან აქტიური, საქმიანი კომუნიკაცია აქვთ

პედაგოგებს მშობლებთან აქტიური კავშირი აქვთ. მასწავლებლები მათ სასწავლო პროგრამებს, შვილების მიღწევებსა და მიღებულ შედეგებს აცნობენ. პედაგოგებმა არსებული პრობლემებიც მშობლებთან ერთად უნდა განიხილონ და მოაგვარონ.

პედაგოგები სხვადასხვა მონაცემს ეცნობიან და აანალიზებენ

მასწავლებლების ნაწილი მოსწავლეების შედეგების ანალიზს დიდ დროს უთმობენ. ეს ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ გამოკეთონ რა ხერხები მუშაობს და რაზე უნდა გაამახვილონ მეტი ყურადღება.

ნაშრომების შეფასება

შეფასების ნაშრომები შრომატევადი და დამღლელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელი კომპონენტია, ის სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ნაწილია.

გაკვეთილის დაგეგმვა

გაკვეთილის დაგეგმვა მასწავლებლის სამუშოს განუყოფელი ნაწილია. ერთი კვირის გაკვეთილების გეგმის შედგენა შეიძლება რთული იყოს. პედაგოგები უნდა ეცადონ, რომ ყოველი გაკვეთილი საინტერესო იყოს და მათში მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთონ.

ახალი იდეების ინტერნეტში მოძიება

მასწავლებლები ნაწილი ახალ იდეებს ინტერენტში, სოციალურ ქსელებსა და პედაგოგების ჯგუფებში ეძებს. ისინი ნანახ ინფორმაციას ახარისხებენ და შემდეგ კლასში გამოსაყენებლად ამზადებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება