| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N132 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლის სამივე: ქართული, რუსული და სომხურენოვანი სექტორის კურსდამთავრებულები სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
ქართულენოვანი სექტორის მე-12ა კლასიდან 17 მოსწავლე უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა. მათგან ხუთმა: ტიტე კოჩაძემ, ნუცა ფილფანმა, ანასტასია ამირიძემ, თამარ გვაზავამ და გაგა ძებისაშვილმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამრიგებელი თამარ ილურიძე იყო.
რუსულენოვანი სექტორიდან სტუდენტი გახდა ხუთი მოსწავლე: დიანა კოპალიანი, ელიზავეტა გულიანი, რამაზ კალოიანი, ადილა შავალიანი და ანა თაბაგარი. მოსწავლეების დამრიგებელი დიანა ასანიძე გახლდათ.
სომხურენოვანი სექტორიდან კი უმაღლეს სასწავლებელში ლიკა კაზარიანი ჩაირიცხა. აბიტურიენტის კლასის ხელმძღვანელი კი ჰასმიკ დუნაკანიანია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დირექტორის, თამარ მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეთათვის სკოლაში შესანიშნავი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ, რათა სათანადო საფუძვლიანი განათლება მიიღონ.
სკოლა თითოეულ აბიტურიენტს წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 30 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ