სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სექტემბერში ბევრი საქმე ექნებათ პედაგოგებს, მხოლოდ ნამეცადინები მასალა, სტატუსის შესაცვლელად, არასაკმარისია“ - მანანა რატიანი
14-08-2022
-
+


მასწავლებლები ელიან გამოცდის შედეგებს და სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს - რა საჭიროა პედაგოგების ტესტირება და როდემდე უნდა იყვნენ სასკოლო საზოგადოების წევრები ამ რეჟიმში. მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, პროფესორი მანანა რატიანი ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში მასწავლებელთა სტატუსებზე საუბრობს და მის მოსაზრებას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რას ემსახურება გამოცდა? იმას, რომ მასწავლებელმა სტატუსი მოიპოვოს და ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, პირველ რიგში კი - ანაზღაურება; აქედან გამომდინარე, მასწავლებლების მოტივაცია, გავიდნენ გამოცდაზე, დიდია.

ყველას ეძლევა შესაძლებლობა, სტატუსი გაიუმჯობესოს, შემდეგ კი მათი პორტფოლიო შემოწმებას დაექვემდებარება. რაც შეეხება საგამოცდო მასალის მოცულობას, მგონია, რომ პროფესიული ლიტერატურა იმ საკითხების მიხედვით შეირჩა, თუ რა სიახლეები იყო მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში. ვფქირობ, მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარება, საგანმანათლებლო ლიტერატურის, კვლევების კითხვა არასოდეს უნდა იყოს ზედმეტი - ამას გონიერი პედაგოგები აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში.

ფაქტია, სტატუსის მინიჭება ხდება თეორიული ტესტითა და პრაქტიკული პორტფოლიოთი, ასე რომ, სექტემბერში ბევრი საქმე ექნებათ პედაგოგებს - სასწავლო დანაკარგები მისახედია და მხოლოდ ნამეცადინები მასალა, სტატუსის შესაცვლელად, არასაკმარისია“.

მანანა რატიანმა მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ დროა, „სკოლებზე გადავიდეს დიდი დატვირთვა პროფესიული განვითარებისა და შეფასების მიმართულებით“.

„უკვე მომწიფდა ის დრო, როდესაც გარე ტრენინგების მასობრიობა ნაკლებად საჭიროა; კათედრები, პედაგოგები უნდა დასხდნენ და შეიმშუაონ სკოლის ბაზაზე თუნდაც მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

არ არსებობს კვლევა, აისახა თუ არა გამოცდები განათლების ხარისხზე, ზედაპირულად მსჯელობა კი რთულია. გამოცდების სისტემამ რაც დაადასტურა, ისაა, რომ მასწავლებლებისთვის მომზადდა პროფესიული ლიტერატურა, გამოიწვია  მეტი ძვრები, თუმცა საქართველოში რამდენად კარგად მუშაობს, ამას კვლევა სჭირდება. ჩვენი პრობლემაა ის, რომ რაღაცის კეთებას ვიწყებთ კვლევის გარეშე, განათლება კი არ არის სისტემა. ღამით ნაფიქრი მეორე დღეს გავატაროთ ცხადში, აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა თითოეულ სკოლაში და უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მხრივ“.

მანანა რატიანმა პედაგოგთა ხელფასებზე, უფრო სწორად ანაზღაურების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის შესაცვლელია:

„საბაზისო ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ სისტემაში შემოსვლა უნდოდეს ახალგაზრდას და მასწავლებლობას განიხილავდეს მომავალ პროფესიად; დიფერენცირებული მიდგომა ფინანსებშიც არ არის ცუდი, თუმცა მასწავლებლის საბაზისო ხელფასი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

მიდგომა, რომ ხელფასი სხვა არის და დანამატით განისაზღვრება ანაზღაურება, ძირეულად არასწორია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება