სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

7 სამოტივაციო ფრაზა, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ
14-08-2022
-
+


პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარება. ზოგ მასწავლებელს ჰგონია, რომ მისი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის მხოლოდ სასწავლო მასალის მიწოდებაა, ზოგი კი იმდენად „უახლოვდება“ საკუთარ მოსწავლეებს, რომ ზღვარი სრულად იშლება. 

მოსწავლეების მოტივირება ადვილი არ არის, თუმცა თანამედროვე განათლების სისტემაში უკვე არსებობს ფრაზები, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარება: დაამყარონ სწორი კომუნიკაცია მოსწავლეებთან და სწავლისადმი ინტერესი გაუღვიძონ.

სტატიაში სწორედ, იმ 7 ფრაზას წარმოგიდგენთ, რომლებიც საკლასო ოთახში რეგულარული გამოყენებისას ძალიან გამოგადგებათ.

1. „მე შენი მჯერა“ - ეს ფრაზა მოსწავლესა და პედაგოგის ურთიერთობაში აჩვენებს, რომ აქ მთავარი მასწავლებელია. თუ პედაგოგს, ბავშვის სჯერა ეს მასწავლებლის მთავარ როლზე მიუთითებს. „მე შენი მჯერა“ ასევე, ძალიან გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როდესაც გინდათ ბავშვის გული მოიგოთ და მისი ნდობა დაიმსახუროთ. თუ ატყობთ, რომ ბავშვი რაიმე სიცელქის შემდგომ ნერვიულობს უთხარით - „მე შენი მჯერა“, ნახეთ, კიდევ თუ გაიმეორებს?!

2. „მოგვენატრები“ - იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სკოლის გაცდენის შემთხვევაში ზედმეტი კითხვებითა და საყვედურებით აიკლოთ უთხარით „მოგვენატრები“. ბავშვი ამ შემთხვევაში კლასის სრულფასოვან წევრად აღიქვამს თავს და მისთვის სკოლა კომფორტული გახდება. ამ ფრაზით მიანიშნებთ, რომ ისინი კლასში სასურველები არიან, მერე რა თუ ფრიადზე არ სწავლობენ?!

3. „გისმენ“ - ეს ფრაზა მოსწავლეს თავს არასრულფასოვნად არ აგრძნობინებს და გაუჩენს სურვილს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი თამამად გამოხატოს. „გისმენ“ ასევე მიანიშვნებს, რომ მოსწავლეს პატივს სცემთ.

4. „შევცდი“ - შეცდომის აღიარება ადვილი არ არის, მაგრამ ბავშვებისთვის პირადი მაგალითის მიცემით აჩვენებთ, რომ შეცდომებს უფროსებიც უშვებენ და მისი აღიარება, მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ ადამიანად წარმოაჩენთ. თუ მაინცდამაინც გიჭირთ შეცდომის აღიარება, მაშინ ეცადეთ ეს ფრაზა იუმორით შეფუთოთ, მაგალითად წარმოსთქვით - „არ მჯერა, რომ ეს ისევ გავაკეთე“.

5. „ჩვენ ამას ერთად გავარკვევთ“ - რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ახალ მასალას ერთნაირად ვერ ითვისებს და ხშირად, რაიმეს როდესაც ვერ იგებენ საკუთარ თავებში იკეტებიან. კითხვების არ დასმით კი სასწავლო მასალასაც ჩამორჩებიან. ეცადეთ, იმის ნაცვლად რომ ბავშვი რაიმეს გაუგებრობის გამო საყვედურებით აავსოთ დაამშვიდეთ და უთხარით - „ჩვენ ამას ერთად გავარკვევთ“. მოსწავლეს ამ გზით თქვენი იმედიც ექნება და სწავლის ინტერესიც უფრო გაუღვივდება.

6. „შენ ნამდვილად გაუმჯობესდი“, „აღფრთოვანებული ვარ შენი“, „ვამაყობ“... - გახსოვდეთ, რომ შექება მოტივაციისთვის საუკეთესო გზაა! ასე, ბავშვს მხოლოდ იმის სურვილს გაუჩენთ, რომ ნებისმიერი სირთულისა და წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი გაუჩნდეს.

7. „ბოდიში“ - ბოდიშის მოხდა შესაძლოა მწარე იყოს, მაგრამ მარტივი, გულწრფელი ბოდიში მასწავლებელსა და მოსწავლეს მხოლოდდამხოლოდ აახლოებს. მოსწავლე, როდესაც შეცდომას უშვებს ხომ გსურთ მოვიდეს თქვენთან და გულწრფელად მოგიბოდიშოთ, აღიაროს საკუთარი დანაშაული? - გახსოვდეთ, რომ ბავშვსაც იგივე სურვილები აქვს და თუ მას აწყენინეთ, გახსოვდეთ, რომ ბოდიშის მოხდა ურთიერთობას მხოლოდ გამოასწორებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება