სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გამოქვეყნდება სკალირებული ქულები და როგორ ხდება ქულების გათანაბრება
15-08-2022
-
+


2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულები მას შემდეგ გამოქვეყნდება რაც აპელაციის შედეგები გახდება ცნობილი. ქულების გათანაბრება და სკალირება მხოლოდ იმ საგამოცდო საგნებში ხდება, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების გამოთვლა შემდეგი ორი საფეხურისაგან შედგება:

პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტების მიერ მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა (გაიგივება) და გაიგივებული ქულების გათანაბრება; ეს საფეხური მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ერთსა და იმავე საგანში ტესტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და ერთიან სკალაზე განთავსება. 

აბიტურიენტების მიერ ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენისა და მათი გათანაბრების პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:

პირველი ეტაპი - პროცენტული რანგის დადგენა: ტესტის თითოეული ვარიანტისა და ამ ვარიანტში მიღებული თითოეული ქულისათვის პროცენტული რანგის გამოთვლა;
მეორე ეტაპი - ნედლი ქულების გაიგივება: მოცემულ ვარიანტში მიღებული ნედლი ქულის გაიგივება დანარჩენი ვარიანტების იმ ქულებთან, რომელთა პროცენტული რანგებიც ამ ქულის პროცენტული რანგის ტოლია;
მესამე ეტაპი - აბიტურიენტის მიერ ტესტის ვარიანტში მიღებული ქულისთვის გათანაბრებული ქულის მინიჭება.

სკალირებული ქულის განსაზღვრა როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სხვადასხვა საგნის ტესტი შესაბამის სკალაზე სხვადასხვა შინაარსსა და კოგნიტურ უნარებს ზომავს. ამიტომ, აუცილებელია სხვადასხვა საგნის ტესტში მიღებული გათანაბრებული ქულების ერთიან სკალაზე განთავსება (სკალირება). მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი თითოეული აბიტურიენტის შემთხვევაში (სკალირებული) ქულების შეწონილი საშუალოს გამოთვლა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სკალირებული ქულის გამოთვლის დეტალური ინსტრუქცია

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება