სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სსსმ მოსწავლე გაკვეთილებს რომ დასწრებოდა, სკოლამ კლასი დილის ცვლაში გადაიყვანა
13-08-2022
-
+


ინკლუზიური განათლება დღემდე ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არაერთი წინგადადგმული ნაბიჯია, არიან სსსმ მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული ფაქტორების გამო ვერ იღებენ განათლებას და ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ორგანიზაცია - ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აუტიზმის მქონე მე-11 კლასის სკოლის მოსწავლეს ლუკას ეზღუდებოდა სკოლაში სიარული იმის გამო, რომ მისი კლასი სკოლაში მეორე ცვლაში დადიოდა. რადგანაც ლუკას სარეაბილიტაციო ცენტრში თერაპიებიც მეორე ცვლაში უტარდებოდა, ის ვეღარ დადიოდა სკოლაში და სრულიად მოწყვეტილი იყო სასწავლო პროცესს და სასწავლო გარემოს. ლუკა იდგა არჩევანის წინაშე - ან სკოლა უნდა აერჩია, ან თერაპიები.

ლუკას დედამ არაერთგზის სთხოვა სკოლას, რომ ხელი შეეწყოთ მისი შვილისთვის. მან სკოლას განცხადებითაც მიმართა, თუმცა სკოლიდან უარი მიიღო.

ლუკას დედამ დასახმარებლად მომართა FAD-ს.

ჩვენ მივწერეთ სკოლას, რომ ლუკას შემთხვევაში სკოლის მხრიდან მომხდარიყო „გონივრული მისადაგების“ გამოყენება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუკას კლასი გადაეყვანათ დილის ცვლაში, რომ ლუკას შეძლებოდა როგორც სკოლაში, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა სკოლის მხრიდან ლუკას მიმართ ირიბ დისკრიმინაციას.

FAD-მა სკოლისგან მიიღო დადებითი პასუხი - 2022-2023 სასწავლო წლიდან ლუკას კლასი სწავლას გააგრძელებს პირველ ცვლაში და ლუკა შეძლებს როგორც სკოლაში, ასევე დღის ცენტრში სიარულს.

FAD-ი შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების განვითარებასა და წინსვლისთვის უდიდეს როლს თამაშობს საჯარო სკოლაში სიარული, რაც მათი ხარისხიანი დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტიას უზრუნველყოფს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება